erimedia_ravk/e8Yanw4Vg.jpeg
(ფოტო - "რუსთავი 2")

უბედური შემთხვევა ბათუმში - მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

ამბები
უბედური შემთხვევა ბათუმში - მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა
ამბები

უბედური შემთხვევა ბათუმში - მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

erimedia_ravk/e8Yanw4Vg.jpeg
(ფოტო - "რუსთავი 2")
6 ოქტ

ბათუმში ანგისის ქუჩაზე მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან ხელოსანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, 40 წლამდე მამაკაცი კორპუსის მე-14 სართულიდან გადმოვარდა, ის ერთ-ერთ კერძო ბინაში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ სავარაუდოდ უბედური შემთხვევა მამაკაცის დაუდევრობამ გამოიწვია.

მომხდართან დაკავშრებით კომენტარი არ გაუკეთებიათ სამშენებლო კომპანიაში, შესაბამისად, უცნობია იყო თუ არა ობიექტზე დაცული უსაფრთხოების ზომები.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო