erimedia_ravk/Q9PoAQVVR.jpeg

"უჭირს კომუნიკაცია, სიკვდილის პირასაა" - როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამბები
"უჭირს კომუნიკაცია, სიკვდილის პირასაა" - როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამბები

"უჭირს კომუნიკაცია, სიკვდილის პირასაა" - როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

erimedia_ravk/Q9PoAQVVR.jpeg
6 ოქტ

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. განაცხადა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თემურ ჯანაშიამ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

თემურ ჯანაშიამ აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და უჭირს კომუნიკაცია.

"საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას. ეს არ არის ნორმალური", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ცოტა ხნის წინ ასევე კლინიკაში იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიის წევრი ეკა ხერხეულიძე. როგორც მან აღნიშნა, დილასთან შედარებით, სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა ეს გარემოება სიმშვიდის საფუძველს მაინც არ იძლევა.

,,ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე ნადგურდება, ამას უყურებენ ექიმები და ყველა ის ადამიანი, ვისაც მასთან შეხება აქვს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ცუდის მანიშნებელია, მუდმივად აქვს მაღალი ტემპერატურა და წონას კარგავს ისეთი ტემპით, რომ ახსნა არ არსებობს", - განაცხადა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებისა, კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

"მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ და ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად. ვინაიდან პაციენტი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ინფორმაცია მისი ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უნდა მიიღოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან", - განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრისას.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვეა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტარდება. ბოლო სხდომა, რომელზეც მან დასწრება შეძლო, 20 აპრილს გაიმართა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს ის პროტესტის შეწყვეტას დათანხმდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. პარალელურად, მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო