უეფა - კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
უეფა - კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

უეფა - კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/6jYmPk4VR.jpeg

გიბრალტარის ნაკრებთან გატანილი გოლით ხვიჩა კვარაცხელიამ გოლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა და ამ მომენტისთვის C დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია.​ დადი შანსია, რომ ქართველ თავდამსხმელს ვერავინ გადაასწროს. შედეგის გაუმჯობესება მხოლოდ საბერძნეთის ნაკრების კაპიტანს, ანასტასიოს ბაკასეტასს და კოსოვოელ ვედატ მურიქის შეუძლიათ, რომელთა ნაკრებები 27 სექტემბერს გათამაშების ბოლო მატჩებს ჩაატარებენ. კოსოვო შინ თემურ ქეცბაიას კვიპროსს მიიღებს, ხოლო საბერძნეთი – ჩრდილოეთ ირლანდიას.

ხვიჩაზე შედეგიანი მთელ ტურნირზე მხოლოდ ერლინგ ჰოლანდია, რომელმაც ნორვეგიის ნაკრების ფორმით B დივიზიონში 6 გოლი გაიტანა.კვარაცხელიას მსგავსი შედეგიანობა ამავე ჯგუფში სერბმა ალეკსანდრ მიტროვიჩმა (5 გოლი) აჩვენა, ხოლო D დივიზიონში – ლატვიელმა ვლადისლავ გუტკოვმა (5 გოლი).

პროდუქტიულობით ხვიჩა კვარაცხელია ახლაც C დივიზიონის და მთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის ჩატარებულ 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, 2 ასისტი შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დასრულებულ ჯგუფურ ეტაპზე სულ 16 გოლი გაიტანა – 21 წლის თავდამსხმელი 10-ში მონაწილეობდა, ანუ გოლების ყოველი 0,625 პროცენტი მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა.

საბოლოოდ, ერთა ლიგის მოთამაშეთა რეიტინგში კვარაცხელიამ საშუალო შეფასება 7,95 ქულა მიიღო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში მოხვდა.

უეფა-ს ერთა ლიგის ოფიციალური ტვიტერის გვერდი გამოეხმაურა ხვიჩას წარმატებას და ერთა ლიგაზე მისი გამოსვლა ასე შეაფასა – „კვარაცხელია. სუპერვარსკვლავის ჩამოყალიბება. 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ერთა ლიგის 9 მატჩში“.

ავტორი - მერაბ მამულაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო