უეფა-მ დაადასტურა ყირიმის კლუბებისთვის რუსულ ტურნირებში თამაშის აკრძალვა
24 აგვისტო, 2022
უეფა-ს პრესსამსახურმა კომენტარი გაუკეთა რუსი საფეხბურთო ჩინოვნიკების ბოლოდროინდელ გააქტიურებას. მათ აქვთ სურვილი მოხდეს ყირიმის კლუბების ინტეგრირება რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით გამართულ ტურნირებზე.
22 აგვისტოს რუსებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააანალიზებს ყირიმის კლუბების მზადყოფნას რუსულ ფეხბურთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება სიტუაციას ყირიმში, ძალაში რჩება უეფა-ს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს ყირიმის კლუბებს მონაწილეობას რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში“, – წერია უეფა-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
ავტორი - გიორგი თვალაბეიშვილი
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო