უეფამ ბულგარელებს საქართველოსთან მატჩის გადადება შესთავაზა - ბულგარელების პასუხი ცნობილია
11 ივნისი, 2022

gong.bg-ის ინფორმაციით, თბილისში მყოფმა უეფას წარმომადგენლებმა ბულგარეთის ნაკრებს შესთავაზეს, რომ საქართველოსთან მატჩი გადაიდოს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბულგარელები ამ შეთავაზებას არ მიიღებენ და "დინამო არენაზე" მატჩი ხვალ დიდი ალბათობით, შედგება. ნაკრების მწვრთნელი გეორგი ივანოვი და ყველა მოთამაშე ფიქრობს, რომ შეხვედრა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. როგორც იცით, გუშინ სასტუმროსკენ მიმავალი ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც 1 ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი დაშავდა, რომელსაც მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარდა. საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრების დაპირისპირება 12 ივნისს 20:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
