უკრაინა კვლავ იბომბება - კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმა ისმის
უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებები გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები დააფიქსირეს კიევის ოლქში. აფეთქებების ხმა ისმის ქალაქ ოდესაშიც, სადაც უკრაინელებმა უკვე რვა დრონი გაანეიტრალეს.
საჰაერო თავდაცვა მუშაობს ვინიცასა და ჟიტომირშიც, სადაც ასევე გრძელდება აფეთქებები.
უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ავიაიერიში განხორციელდა ლვოვზეც. პარალელურად, თავდასხმა განხორციელდა დნეპროპეტროვსკზე, ხმელნიცკსა და ჟიტომირზე.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო