erimedia_ravk/cj1l_fdVR.jpeg

უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება

ამბები
უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება
ამბები

უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება

erimedia_ravk/cj1l_fdVR.jpeg
23 ნოე

უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება - ქვეყნის მასშტაბით ე.წ. უძლეველობის პუნქტები შეიქმნება, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი რუსული დარტყმების შედეგად უკრაინის მოსახლეობის ელექტრომომარაგება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეეზღუდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის აცხადებს, რომ ე.წ. უძლეველობის პუნქტებში მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციები, ელექტროენერგია და სხვა პირველადი საჭიროების სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.

"ჩვენ ვამზადებთ საპასუხო ნაბიჯებს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემებზე მორიგი ტერორისტული თავდასხმების შემთხვევაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ ახალ პროექტს “უძლეველობის პუნქტი” - დღეისთვის უკვე 4000-ზე მეტი მსგავსი პუნქტია მზად. “უძლეველობის პუნქტების” მუშაობა იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ მასობრივი რუსული შეტევები გაგრძელდება და ელექტრომომარაგების რამდენიმე საათში აღდგენა შეუძლებელი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო სერვისი, მათ შორის ელექტროენერგია, მობილური კომუნიკაციები, ინტერნეტი, გათბობა, წყალი და პირველადი დახმარება, სრულიად უფასოდ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო