უკრაინა რუსეთს სამოქალაქო პირების გაცვლას სთავაზობს
30 ივლისი, 2022
უკრაინა რუსეთის ფედერაციას სამოქალაქო პირების გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
„ჟენევის კონვენციების თანახმად, თუ სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, აღიარებს, რომ მას დაკავებული ჰყავს სამოქალაქო პირები, მან ისინი უნდა დააბრუნოს. სამაქალაქო პირები უნდა გაუშვან, ყველანაირი პირობების გარეშე. თავიდან რუსეთის სფედერაციამ აღიარა, რომ მას ჰყავს დაკავებული მთელი რიგი სამოქალაქო პირები, შემდეგ კი დაიწყო სამოქალაქო პირების სამხედროებთან გატოლება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს პრინციპი შეიცვალოს და ჩვენ დავიწყოთ სამოქალაქო პირების გათავისუფლება“,- განაცხადა ლუბინეცმა.
მისისვე თქმით, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა.
„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ პროსცესი, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: „თქვენ ათავისუფლებთ სამოქალაქო პირებს ყოველგვარი პირობების გარეშე, ჩვენ ვათავისუფლებთ სამოქალაქო პირებს ყოველგვარი პირობების გარეშე“. ეს გამომდინარეობს საერთაშორისო კონვენციებიდან და ამიტომ გამოვედით მსგავსი ინიციატივით“,- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
თემა:ომი უკრაინაში