უკრაინამ 1,5 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო
17 სექტემბერი, 2022

უკრაინამ 1,5 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო. თანხა აშშ-მ მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან გამოყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გრანტის მთლიანმა მოცულობამ 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო გრანტი 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს არის 4,5 მილიარდი დოლარის ბოლო ტრანში მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან", - დაწერა შმიგალმა Twitter-ზე.
მისი თქმით, თანხები პენსიებსა და სოციალურ დახმარებას მოხმარდება.
„თანხები მოხმარდება საპენსიო გადასახდელებისა და სოციალური დახმარების პროგრამების საბიუჯეტო ხარჯების ანაზღაურებას. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს და შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
