უკრაინამ გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცხრა სამეთაურო პუნქტს დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცხრა სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკიივკას და სერებრიანსკის დასახლებებში და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკის, ბელოგოროვკას, სოლედარის, იურიევკას, კრასნოგოროვკას, მარინკას, ნოვომიხაილოვკასა და ვრემენკას დასახლებებში.
„მოწინააღმდეგემ 2 სარაკეტო შეტევა განახორციელა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, 11 საჰაერო დარტყმა ჩვენი ჯარების პოზიციებზე, ასევე განხორციელდა 60-ზე მეტი თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჩვენი ჯარების პოზიციებზე“, - განაცხადეს გენშტაბში.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის 9 სამეთაურო პუნქტს, პირადი შემადგენლობის თავმოყრის 17 ზონას და რუსეთის საბრძოლო მასალის 2 საცავს დაარტყეს.