უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს

ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს
ამბები

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/4EXfzMGVg.jpeg
ფოტო: imedinews.ge

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.

ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი 13.00 საათამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, გელა გოგიას სენაკში გადაასვენებენ. მას 6 სექტემბერს, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გელა გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა. როგორც მისი ახლობლები ყვებიან, ის და მისი თანამებრძოლები 26 აგვისტოს სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოყვნენ. მიღებული ჭრილობებისგან გელა გოგია გარდაიცვალა, რამდენიმე მებრძოლი კი, დაშავდა.

გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლები, ის უკრაინაში ცხოვრობდა და პირველივე დღიდან იბრძოდა.

24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო