უკრაინელი ბავშვი რომის პაპს - მე არ მაქვს კითხვა, თხოვნა მაქვს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება?

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
უკრაინელი ბავშვი რომის პაპს - მე არ მაქვს კითხვა, თხოვნა მაქვს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება?
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

უკრაინელი ბავშვი რომის პაპს - მე არ მაქვს კითხვა, თხოვნა მაქვს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება?

4 ივნისი, 2022

erimedia_ravk/BRvCI997g.webp

უკრაინელმა ბავშვმა რომის პაპთან შეხვედრისას, მას უკრაინაში ჩასვლა და ყველა ბავშვის გადარჩენა სთხოვა. პაპი ფრანცისკეს პრესსამსახურის ცნობით, პაპი ბავშვებს ვატიკანში სასწავლო ინიციატივის ფარგლებში ხვდებოდა, რა დროსაც მას უკრაინელმა ბავშვმა უთხრა, რომ პაპთან არა კითხვა, არამედ თხოვნა აქვს.

„მე არ მაქვს კითხვა, არამედ უფრო თხოვნა: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება ?“- მიმართა ბავშვმა რომის პაპს.

პაპმა ფრანცისკემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს და ამ საკითხს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს.

„ მე ბევრს ვფიქრობ ბავშვებზე, რომლებიც უკრაინაში არიან და ამიტომაც გავგზავნე კარდინალები დასახმარებლად და იმისთვის, რომ ხალხთან და ბავშვებთან ახლოს იყვნენ. მე ვისურვებდი უკრაინაში წასვლას. უბრალოდ უნდა დაველოდო დროს, ამის გასაკეთებლად, იმიტომ რომ მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს მთელ მსოფლიოს, ვიდრე სიკეთე. სწორ დროს უნდა დაველოდო ამის გასაკეთებლად. შემდეგ კვირას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მივიღებ, რომლებიც აქ სასაუბროდ ჩამოდიან და ასევე უკრაინაში ჩემი შესაძლო ვიზიტის განსახილველად. ვნახოთ, რა მოხდება" - განაცხადა პაპმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო