უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტმა ბოლო ორ თვეში 5,5 მლნ ტონას მიაღწია

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტმა ბოლო ორ თვეში 5,5 მლნ ტონას მიაღწია
ამბებიწყარო: www.bpn.ge

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტმა ბოლო ორ თვეში 5,5 მლნ ტონას მიაღწია

2 ოქტ

erimedia_ravk/WC_GYoVVR.jpeg

„მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა ორ თვეში 5,5 მლნ ტონას მიაღწია. ამის შესახებ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სამინისტროს ცნობით, სექტემბრის ექსპორტის მაჩვენებელი - 3,8 მლნ ტონა, აგვისტოს - 1,7 მლნ ტონა მოცულობას ორჯერ აღემატებოდა. მთლიანობაში, „მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, ოდესის, ჩერნომორსკისა და პივდენის პორტებიდან აგვისტო-სექტემბერში 241 გემი გაიგზავნა, მათ შორის - 176 სექტემბერში, ხოლო - 65 გემი აგვისტოში გავიდა.

ოდესის პორტიდან 74 გემმა - 1,5 მლნ ტონა მარცვლეული გაიტანა, ჩერნომორსკის პორტი 111 გემმა - 2,1 მლნ ტონა მოცულობით დატოვა, ხოლო პივდენის პორტიდან 56 გემმა - 1,9 მლნ ტონა მარცვლეული გაიტანა.

სამინისტროს ცნობით, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან თანამშრომლობით, 4 გემი - 120 000 ტონაზე მეტი ხორბლით ეთიოპიაში, იემენში და ავღანეთში უკვე გაემგზავრა, ხოლო უახლოეს მომავალში მეხუთე გემი ჩერნომორსკის პორტში სომალისთვის - 30 000 ტონა ხორბლის ჩასატვირთად შევა.

სულ აფრიკის კონტინენტის ქვეყნებში 33 გემით - 0,83 მლნ ტონა პროდუქცია გაიგზავნა, მათ შორის ეგვიპტეში 17 გემით - 383,5 ათასი ტონა, ტუნისში 4 გემით - 86 ათასი ტონა და ლიბიაშიც 4 გემით - 78,9 ათასი ტონა. აზიის ქვეყნებში 113 გემით - 2,08 მლნ ტონა, ხოლო ევროპის ქვეყნებში 95 გემით - 2,59 მლნ ტონა მარცვლეული გაიგზავნა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს, რომ უკრაინიდან ექსპორტირებული სიმინდის 58% ევროპაში, ხოლო ექსპორტირებული ხორბლის 68% აფრიკასა და აზიაში გავიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო