უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა
ამბებიწყარო: 1tv.ge

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა

1 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/H8VgazM4R.jpeg

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა. შესაბამისი საჩივარი უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჯერ კიდევ მაისში ხელმოწერილი კანონის საფუძველზე შეიტანა სასამართლოში.

კანონის მიხედვით, დაშვებულია იმ პირთა კონფისკაცია, რომლებმაც „არსებითი საფრთხე შეუქმნეს უკრაინის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა თუ ტერიტორიულ მთლიანიბას“.

რუსი მილიარდერის აქტივების კონფისკაციის მიზეზად ის დასახელდა, რომ ევტუშენკოვის კუთვნილი კომპანიები რუსეთის ტერიტორიაზე დრონებსა და რადიოლოკაციურ სადგურებს აწარმოებს.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მოქალაქეს უკრაინაში აქტივები ჩამოართვეს.

სასამართლოს ინფორმაციაში ევტუშენკოვის გვარი არაა ნახსენები, თუმცა მას უკრაინული მედია ასახელებს.

კონფისკაციას დაექვემდებარა უძრავი ქონების 17 ობიექტი და წილები ხუთ უკრაინულ კომპანიაში.

73 წლის ვლადიმირ ევტუშენკოვი კომპანია „სისტემას“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელია. ის ამ კომპანიის დამფუძნებელია, თუმცა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დიდმა ბრიტანეთმა სასანქციო სიაში შეიყვანა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო