უკრაინის არმია შეტევებს განაგრძობს - სამხედროებმა რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს

ამბები/ წყარო: www.facebook.com
უკრაინის არმია შეტევებს განაგრძობს - სამხედროებმა რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს
ამბებიწყარო: www.facebook.com

უკრაინის არმია შეტევებს განაგრძობს - სამხედროებმა რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს

4 ოქტ

უკრაინის არმია შეტევებს აგრძელებს და სამხედრო ძალებმა კიდევ რამდენიმე ოლქში არსებული დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.

მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს თუ რომელ დასახლებულ ტერიტორიებზეა საუბარი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვისას აღნიშნა,რომ ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს.

„ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ რამდენიმე სოფელი. მიუხედავად ამისა, სასტიკი ბრძოლები ფრონტის ბევრ მონაკვეთზე გრძელდება. კიდევ უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას და მტრის არმიის დანაკარგი დღითიდღე იზრდება. ისინი ხვდებიან, რომ უკრაინასთან ომის წამოწყებით უდიდესი შეცდომა დაუშვეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის მოიერიშე ძალებმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებში მდებარე რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს. ამასთან, მათ კონტრშეტევა წამოიწყეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას მიმართულებით.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო