მედიის ცნობით, დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება

ამბები/ წყარო: www.reuters.com
მედიის ცნობით, დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება
ამბებიწყარო: www.reuters.com

მედიის ცნობით, დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/tJXv4s7Vg.webp
ფოტო: Alexander Ermochenko, Reuters

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში – დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დღეს იწყება, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობას „რეფერენდუმის“ მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა: „უჭერთ თუ არა მხარს რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციაში სუბიექტის სახით?“

ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი, ე.წ. რეფერენდუმზე სამი შეკითხვა იქნება გატანილი: „გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“

უკრაინის ტერიტორიებზე „რეფერენდუმი“ 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. რუსეთის მიერ დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმების გამო, ევროკავშირმა, შესაძლოა, მოსკოვს დაწესებული სანქციები გაუფართოოს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ „რეფერენდუმების“ ჩატარებას ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ეუთო გმობენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო