უკრაინის „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ქსელიდან ისევ გათიშულია

ამბები/ წყარო: 1tv.ge
უკრაინის „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ქსელიდან ისევ გათიშულია
ამბებიწყარო: 1tv.ge

უკრაინის „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ქსელიდან ისევ გათიშულია

26 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/3l1BpoWVR.jpeg

უკრაინის „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ისევ გათიშულია ქსელიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობა აღდგენილია, თუმცა ორი ენერგობლოკის ქსელში ჩართვის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელექტროსადგური ქსელში ჩართული იყო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად ქსელიდან გუშინ საღამოს გაითიშა.

ამასთან, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩავლენ.

ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველ ლანა ზერკალზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტების ვიზიტი მომდევნო კვირას არის დაგეგმილი. ახლა დგინდება ყველა ლოჯისტიკური მარშრუტი, როგორ მივლენ ექსპერტები ატომურ ელექტროსადგურამდე. მიუხედავად იმისა, რუსები დათანხმდნენ, რომ მისია უკრაინის ტერიტორიის გავლით მივიდოდა ელექტროსადგურამდე, ისინი ახლა ხელოვნურად ქმნიან ყველა ბარიერს, რომ მისია ვერ მივიდეს ატომურ ელექტროსადგურამდე“, –  განაცხადა ზერკალმა.

ავტორი - თამთა რუხაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო