უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინის ომში ტამბოვიდან 400 პატიმარი გააგზავნა
19 სექტემბერი, 2022
რუსეთმა, უკრაინაში განლაგებული ჯარების გასაძლიერებლად, ქალაქ ტამბოვიდან 400 პატიმარი გააგზავნა, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში „ავღანელი მეომრების“ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაევალათ ადგილობრივი მოსახლეობისგან ფულის შეგროვება მოხალისეთა რეგიონალური ბატალიონისთვის თბილი ტანსაცმლის შესაძენად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 3 სარაკეტო და 22 ავია დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო