erimedia_ravk/HqC7YLh4R.jpeg

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი სულ მალე შეეცდება, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიოს

ამბები
უკრაინის გენშტაბი: რუსეთი სულ მალე შეეცდება, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიოს
ამბები

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი სულ მალე შეეცდება, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიოს

erimedia_ravk/HqC7YLh4R.jpeg
12 იან

რუსეთი მალე შეეცდება მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს და ხელში ჩაიგდოს ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა სანაპირო ნაწილი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

„წინასწარი პროგნოზით, უახლოეს მომავალში რუსეთი შეეცდება დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას და მომავალში შესაძლოა გააძლიეროს მოქმედებები ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა სანაპირო ნაწილის დასაკავებლად“, - განაცხადა მან.

ალექსეი გრომოვის განცხადებით, უკრაინის კრიტიკული, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, კრემლი გააგრძელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„მათი ინტენსივობა დამოკიდებული იქნება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობაზე, შეიარაღებული ძალები შორ და საშუალო დისტანციაზე მოქმედი მაღალი სიზუსტის იარაღით უზრუნველყოს“, - განმარტა გენერალმა.

მისივე თქმით, თავდასხმების ინტენსივობა ასევე დამოკიდებულია რუსეთში რაკეტების და დრონების ექსპორტის განხორციელებასთან დაკავშირებით ირანის შესაძლებლობაზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო