უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე მცირდება
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
ამის შესახებ უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, ტარას მელნიჩუკმა განაცხადა.
კანონპროექტი გულისხმობს უკრაინის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გარკვეული საკითხების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცვლება და შემცირდება საბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის გაწვევის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ეს წინადადებები შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს, რადგან კანონპროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო