უკრაინის პორტები აგროპროდუქციით დატვირთულმა კიდევ 5-მა გემმა დატოვა
10 სექტემბერი, 2022

უკრაინის ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტები აგროპროდუქციით დატვირთულმა კიდევ 5-მა გემმა დატოვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატვირთო გემები აფრიკისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით მიემართებიან.
უწყებაში აცხადებენ, რომ პირველი გემის გასვლის შემდეგ უკვე ექსპორტირებულია 2.6 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ბლოკადის მოხსნის შემდეგ უკრაინის პორტები, საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა 113 გემმა დატოვა.
შეგახსენებთ, უკრაინის სამი პორტი ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის თურქეთის, გაერო-ს, რუსეთისა და უკრაინის მიერ 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად განიბლოკა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო