უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 2 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს
7 ოქტ
ფოტო: AndriyYermak/Twitter
პარასკევს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 2,400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს განმატებით, უკრაინულმა მხარემ ხერსონის ოლქში ექვსი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, ხოლო ბერისლავის რაიონში61 დასახლება დაიბრუნა.
ამასთან, საკვანძო ინფრასტრუქტურის მასიური განადგურების ფონზე, გრძელდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქებიდან: არხანგელსკი, ვისოკოპილია და ოსოკორივკა - სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.