უკრაინის შს მინისტრის მოადგილე - ომის დაწყების შემდეგ დააკავეს 1600-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ, დივერსიულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები
7 აგვისტო, 2022

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე დაკავებულია 1600-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, დივერსიულ საქმიანობაში არიან ჩართული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა.
"უკრაინის ტერიტორიაზე ომის 164 დღის განმავლობაში ასამდე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი გამოაშკარავდა და 1600-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ დივერსიულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები, დააკავეს“, - განაცხადა ენინმა.
ენინის თქმით, დივერსანტების თანამზრახველები თანხმდებიან რუსებთან თანამშრომლობაზე 5-10 ათასი გრივნაზე.
ამავე ცნობით, ჯილდოსთვის, მოღალატეები აწვდიან ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, საგუშაგოების ადგილმდებარეობის შესახებ. დამნაშავეებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
