უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო

ამბები/ წყარო: 1tv.ge
უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო
ამბებიწყარო: 1tv.ge

უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო

2 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/EVIvEJkVR.jpeg

უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

„პირველი მატარებელი დღეს ჩავიდა კროპივნიცკში – ქალები, ბავშვები, მოხუცები. ყველას დავხვდით და დავაბინავეთ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის რაიონიდან სავალდებულო ევაკუაცია უკრაინის ხელისუფლებამ ზამთრის სეზონის მოახლოებას დაუკავშირა. კიევში აცხადებენ, რომ დონეცკის რაიონში, რომლის ერთ ნაწილს კიევი აკონტროლებს, ხოლო მეორე რუსეთს აქვს დაკავებული, საბრძოლო მოქმედებების გამო გათბობისა და ელექტროსისტემა დაზიანებულია, რის გამოც ზამთარში მოქალაქეების იქ დარჩენა შეუძლებელია.

უკრაინის ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების ტრანსპორტირებაზე, განსახლებასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე. სავალდებულო ევაკუაციის შემდეგ, მოქალაქეს დროებით გადაადგილებული პირის მოწმობას მისცემენ. ის ადამიანები, ვინც სავალდებულო ევაკუაციაზე უარს იტყვიან, ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ თავად აგებენ პასუხს საკუთარი და ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო