უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა
ამბებიწყარო: 1tv.ge

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა

13 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/chV5Q2m4R.jpeg

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა. ქალაქ ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი მოუწოდებს მოქალაქეებს, ქუჩაში არ გავიდნენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსები ატომურ ობიექტს სოფელ ვოდიანოედან ესვრის. მათივე ცნობით, შედეგად დაზიანდა სადგურის მიწისქვეშა კომუნიკაცია და სახანძრო ნაწილი. პარალელურად, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ ქალაქი ნიკოპოლი დაბომბა. ქალაქში დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე საბავშვო ბაღი. მწყობრიდან გამოვიდა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი. მოქალაქეები არ დაშავებულან. ამასთან, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასში და ხერსონის ოლქშიც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ მწყობრიდან გამოიყვანეს ხერსონის ოლქში მდებარე ახალი კახოვკას დამბის ხიდი, რაც რუსებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული ჯარის მომარაგებას გაურთულებს.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ სრულად დაიკავეს დონეცკის ოლქის დასახლება პესკი.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო