erimedia_ravk/ui63f4SSg.jpeg

უკრაინული მედიის ცნობით, კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს

ამბები
უკრაინული მედიის ცნობით, კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს
ამბები

უკრაინული მედიის ცნობით, კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს

erimedia_ravk/ui63f4SSg.jpeg
13 ნოე

უკრაინული მედიის ცნობით, კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „სტრანა“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, ტრამპთან საუბარი, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგება.

ანონიმური წყაროს თქმით, კიევში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპი, ფაქტობრივად, კონგრესში "რესპუბლიკელების" უმრავლესობას აკონტროლებს, სადაც უკრაინის დაფინანსების გაზრდის საკითხი დაბლოკილია.

„უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამას აცნობიერებენ, ამიტომ ცდილობენ ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებების ორგანიზებას“, – აცხადებს „სტრანასთან“ საუბარში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.

ამ ფონზე აშშ-ში ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იმყოფება. მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას ის შეხვედრებს თეთრ სახლში, კონგრესში, ანალიტიკურ ცენტრებში და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს. განსახილველ თემებს შორის „მშვიდობის ფორმულა“, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება და აშშ-ისა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება იქნება.

ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ, სადაც უმრავლესობა "რესპუბლიკელებს" ჰყავთ, ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ფინანსური პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი, თუმცა, პაკეტი უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა. თავის მხრივ, კონგრესის ზედა პალატამ, სადაც უმრავლესობა "დემოკრატებს" აქვთ, აღნიშნული პაკეტის გამოყოფა დაბლოკა, რადგანაც მათ სურთ, რომ, ისრაელთან ერთად, პაკეტში უკრაინის ფინანსურის დახმარების გაზრდაც იყოს გათვალისწინებული. ანალოგიური მოთხოვნა აქვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასაც.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინაში ომს 24 საათში შეაჩერებს. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ის როგორც პუტინს, ისე ზელენსკისაც ულტიმატუმს წაუყენებს.

„მე ზელენსკის ვეტყოდი, გეყოფათ, ჩვენ შეთანხმება უნდა გავაფორმოთ. პუტინს კი ვეტყოდი – თუ შეთანხმებას არ დადებთ, მაშინ, ჩვენ უკრაინას ძალიან ბევრს მივცემთ, იმაზე მეტს, ვიდრე მათ ოდესმე მიუღიათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო