უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთთან კომუნიკაციის აღდგენის სურვილი გამოთქვა
24 სექტემბერი, 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთთან კომუნიკაციის აღდგენის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალური პეკინის პოზიცია კიევთან მიმართებაში ორაზროვანია.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე პეკინთან კავშირის სხვადასხვა ხაზი არსებობდა, არსებობდა ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობა.
„ვისურვებდი, რომ ისინი უკრაინას დაეხმარონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთს, როგორც რუსეთის მთავარ ეკონომიკურ მოკავშირეს და ძლიერ ქვეყანას, შეუძლია რუსეთს საკუთარი ადგილი მიუჩინოს.
ავტორი - თამთა რუხაძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო