უკრაინული მხარის ცნობით, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 500-ზე მეტი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს
28 აგვისტო, 2022

უკრაინის უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში სახელმწიფო კომისრის ოფისის ინფორმაციით, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე უკრაინის 514 დამცველის ცხედარი გადაასვენეს.
უწყების წარმომადგენლის თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს უკრაინელი სამხედროების ცხედრების დასაბრუნებლად.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მეშვეობით, რუსულ მხარესთან კომუნიკაცია დამყარდა. აგრესორთან მოლაპარაკების გამართვა რთულია, მაგრამ უკვე მოვახერხეთ 541 დაღუპული დამცველის ცხედრის უკან დაბრუნება. მარიუპოლიდან სულ 428 ცხედარი გადმოასვენეს და მათგან 300-ზე მეტი აზოვსტალის დამცველია. დაღუპულთა ცხედრებს ვაბრუნებთ ისეთი ადგილებიდან, როგორებიცაა დონეცკი, ზაპოროჟია, ხერსონი, ხარკოვი, ლუგანსკი...“, - აცხადებენ ოფიციალურ უწყებაში.