erimedia_ravk/IgyqgkkSg.jpeg

უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა მზადყოფნა, 16 სექტემბრიდან დაკეტოს საზღვარი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება უკრაინული მარცვლეულის შიდა გაყიდვის აკრძალვას

ამბები
უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა მზადყოფნა, 16 სექტემბრიდან დაკეტოს საზღვარი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება უკრაინული მარცვლეულის შიდა გაყიდვის აკრძალვას
ამბები

უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა მზადყოფნა, 16 სექტემბრიდან დაკეტოს საზღვარი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება უკრაინული მარცვლეულის შიდა გაყიდვის აკრძალვას

erimedia_ravk/IgyqgkkSg.jpeg
28 აგვ

უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა მზადყოფნა, 16 სექტემბრიდან დაკეტოს საზღვარი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება უკრაინული მარცვლეულის შიდა გაყიდვის აკრძალვას, – ამის შესახებ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნაგიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირი არ გაახანგრძლივებს უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას, რომელიც 15 სექტემბერს სრულდება, უნგრეთი არა მხოლოდ ჩაკეტავს საზღვრებს უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლებისთვის, არამედ სიას 24 დასახელების პროდუქტზე გააფართოვებს.

უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამას შიდა ბაზრის დაცვით ხსნის.

იშტვან ნაგი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უნგრეთის სოფლის მეურნეობა ბოლო წლებში "ერთ შოკს მეორის მიყოლებით" განიცდის. მისი თქმით, უნგრელი ფერმერებისთვის სირთულეებს ქმნის "კორონავირუსის ეპიდემია, გვალვა, სამეზობლოში გამძვინვარებული ომი და მისი შედეგები, ენერგოკრიზისი და ის ფაქტი, რომ დაბალფასიანმა უკრაინულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ შეავსო ევროპის ბაზარი".

"მიუხედავად იმისა, რომ წელს უკეთესი მოსავალია - ვვარაუდობთ, რომ წლევანდელი სიმინდის მოსავალი თითქმის რეკორდულ დონეს მიაღწევს - იაფი კონკურენცია გაყიდვას ართულებს", - დასძინა ნაგიმ.

მაისში, ევროკავშირმა ნება დართო ბულგარეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს, აეკრძალათ უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლის შიდა გაყიდვა და დაეშვათ საქონლის ტრანზიტი სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. ეს აკრძალვა 15 სექტემბერს იწურება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო