უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაჯილდოვდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი

ამბები/ წყარო: pravoslavie.ru
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაჯილდოვდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი
ამბებიწყარო: pravoslavie.ru

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაჯილდოვდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი

6 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/L__2r5M4g.jpeg

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ბუდაპეშტის სამთავრობო რეზიდენციაში სერბეთის ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა საბას პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

როგორც წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, უნგრელმა პოლიტიკოსმა ეს უმაღლესი საეკლესიო ჯილდო დაიმსახურა - ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაციისთვის, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის მხარდაჭერისა და განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის ორ მეზობელ ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცებაში.

პატრიარქმა პორფირემ ვიქტორ ორბანს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა პოლიტიკოსის პოზიციას, საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტურ საკითხებზე.

,,ჩვენ ყველამ ვიცით, - განაცხადა პატრიარქმა, - რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი ცხოვრებისეული ღირებულებები აქვს. ამ ღირებულებებით ცხოვრობენ, აყალიბებენ საზოგადოებრივ მორალს, ადგენენ პრიორიტეტებსა და ნორმებს.

თუმცა, დღეს ჩვენს გარშემო ახალი ღირებულებითი სისტემებია, ხშირად აგრესიულად მომართული, რომელიც ანადგურებს არსებულ ბუნებრივ და ცივილიზაციურ წესრიგს, ტრადიციებს. აყალიბებს ახალ პარადიგმას. მიზანი ერთია, ხალხისა და ერების იდენტურობის დარღვევა და განადგურება.

თქვენ კი, თავის მხრივ, მხარს უჭერთ ქრისტიანულ ღირებულებათა სისტემას, რომელიც გამომდინარეობს ღმერთის მიერ დაარსებული სახარებიდან. ეს არის ის ღირებულებები, რომლებსაც ქმნიან უნგრელი და სერბი ერები, ღირებულებები, რომლებმაც შექმნეს ევროპა, ის ევროპა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, რომელშიც ოდესღაც ვცხოვრობდით. ჩვენ ამაში ერთნი ვართ! ჩვენს შორის არ არის განსხვავება.

თქვენო აღმატებულებავ, ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს თავის პოლიტიკურ ლექსიკონში ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: ღმერთი, ღვთის რწმენა, ეკლესია, სულიერება, ქრისტიანული ღირებულებები, ქრისტიანთა ერთიანობა, ეკლესიის მისია; ეს მაშინ, როცა სიტყვა ,,სული" თანამედროვე მეტყველებაში მივიწყებულია და თქვენგან ნათქვამი ეს ფრაზა - „ბრძოლა ევროპის სულისთვის“ რამდენ რამეს იტევს, ეს არ არის დემაგოგიური ფრაზა ხმების მოსაპოვებლად, არა. ბატონო ორბან, თქვენ ცხოვრობთ ისე, როგორც ლაპარაკობთ. თქვენ ხართ ის სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ხალხის ნდობას იმსახურებს.

ჩვენს მართლმადიდებელ სერბ ხალხს ყოველთვის აინტერესებს თქვენი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე, განსაკუთრებით ყველაზე რთულ სოციალურ, ეკონომიკურ, თუნდაც, პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია და აწუხებს მთელს ევროპასა და თანამედროვე სამყაროს.

ბატონო ორბან, ვლოცულობთ თქვენი და თქვენი ოჯახისთვის. დაე, უფალმა ქრისტემ, სერბეთის წმინდა საბასა და უნგრეთის მეფის, წმინდა სტეფანეს ლოცვებით, შეინარჩუნოს და განამტკიცოს უნგრელებისა და სერბების მეგობრობა და თანამშრომლობა მრავალი დალოცვილი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა პატრიარქმა.

erimedia_ravk/nLv1ItMVR.jpeg

ჯილდოს გადაცემის შემდეგ ვიქტორ ორბანმა პატრიარქსა და სერბეთის ეკლესიის დელეგაციას ასე მიმართა:

„ამ ორდენით, ამ ჯილდოთი მთელი ცხოვრება ვიამაყებ სამი მიზეზის გამო:

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს ჯილდო ქრისტიანი ძმისგან მივიღე. მეორე მიზეზი - მართლმადიდებელი ძმისგან ავიღე ეს ორდენი და მესამე მიზეზი ის გახლავთ, რომ ჯილდო სერბმა გადმომცა. სამივე მიზეზი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მშვიდობის ხალხი ვართ, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ომში ვართ და ეს, როგორც თავად თქვით, არის ბრძოლა ევროპის სულისთვის. ჩვენ არ გვაქვს არჩევანი ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი შვილებისა და ჩვენი შვილიშვილების ცხოვრებაში და უნდა მივიღოთ ის, რაც ღმერთმა დაადგინა ჩვენთვის.

როცა დიდი წყალი მოდის, მაშინ დიდი და ძლიერი კაშხალის აგებაა საჭირო. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანთა ერთიანობის გარეშე ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ. უფრო მეტიც, ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ბრძოლას ჩვენი მართლმადიდებელი ძმების გარეშე. თქვენი სულიერი თანადგომის იმედი გვაქვს. ჩვენ გთხოვთ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს, დაგვეხმაროთ და გვერდში დაგვიდგეთ, რათა გვეყოს საკმარისი ძალა ცდუნებებთან საბრძოლველად.

კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს განსაკუთრებული ჯილდოა, მაგრამ, სიხარულთან ერთად, ჩემს თავს ვეკითხები - მეტისმეტად დიდი ხომ არ არის ეს ჯილდო ჩემთვის, ვიმსახურებ კი მას? მხოლოდ იმედი შემიძლია დავიტოვო და უფალს ვევედრო, მომცეს ძალა გავხდე ამ ორდენის ღირსი, რომელიც ჩემთვის ერთდროულად არის გამოწვევაცა და ვალდებულებაც". - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

erimedia_ravk/KLP_IpMVR.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო