უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ სანქციები ევროკავშირისთვის "თვითდაზიანების საშუალებას" წარმოადგენს

ამბები/ წყარო: ria.ru
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ სანქციები ევროკავშირისთვის "თვითდაზიანების საშუალებას" წარმოადგენს
ამბებიწყარო: ria.ru

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ სანქციები ევროკავშირისთვის "თვითდაზიანების საშუალებას" წარმოადგენს

11 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/hzB5RQMVR.webp

"რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "თვითდაზიანების საშუალება" გახდა ევროპისთვის. მათი გავლენა თითოეულმა ევროპელმა იგრძნო, ამიტომ სანქციების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საპარლამენტო მდივანმა, ჩაბა დომოტორმა.

"ევროკავშირის სანქციები მათი თავდაპირველი მიზნების შესრულებას ვერ ეხმარება, ხოლო ევროპას - ზიანს აყენებს. ევროპაში არ არსებობს ადამიანი, ვინც ამა თუ იმ ფორმით არ იგრძნო არასწორი სანქციების პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ინფლაცია - კომუნალური გადასახადებით დაწყებული, ტრანსპორტითა და სოფლის მეურნეობით დამთავრებული... სანქციებთან დაკავშირებით ბრუსელში განაცხადეს, რომ ის "სასწაულმოქმედი იარაღი" იქნებოდა, თუმცა, სინამდვილეში, მხოლოდ ეკონომიკური თვითდაზიანების უსარგებლო საშუალება აღმოჩნდა, ამიტომ, ის უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ჩაბა დომოტორმა.

მისივე თქმით, ფასების „ყველაზე დიდი და ხანგრძლივი“ მატება დაიწყო არა რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების, არამედ „ენერგეტიკის სექტორში სანქციების მიღების" შემდეგ.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 11 ათასი სანქციაა დაწესებული, თუმცა, ისინი წარმატებულნი არ გამოდგნენ, ხოლო, მათგან გამოწვეული ინფლაცია და ენერგოდეფიციტი ევროპას შეიძლება ძალიან მძიმე ტვირთად დააწვეს. მისივე თქმით, ევროპამ უნდა გადახედოს სანქციების პოლიტიკას, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო