უნგრეთის პრემიერი: ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა, ეს გადაწყვეტილება ამორალურია

მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
ორბანი აღნიშნავს, რომ ბრიუსელის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი და ამორალურია.
„მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია. ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში“, - წერს ვიქტორ ორბანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანს შეხვდა. კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.