erimedia_ravk/zTLQjizSg.jpeg

უნგრეთის პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა

ამბები
უნგრეთის პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა
ამბები

უნგრეთის პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა

erimedia_ravk/zTLQjizSg.jpeg
29 აგვ

უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა უნგრულ გამოცემა Index-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ომი უკვე წელიწადნახევარია გრძელდება და მე ვერ ვხედავ ვერანაირ სამხედრო გადაწყვეტილებას, რომელიც სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას მოიტანდა. ამიტომ, აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. მე ეს მტკიცე მოსაზრება გამოვთქვი უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის დროსაც, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად“, – განაცხადა კატალინ ნოვაკმა.

ამასთან, უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი აპირებს, უკრაინის მშვიდობის ფორმულას შეუერთდეს. კატალინ ნოვაკის თქმით, უნგრეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავის მონაწილეობას ნებისმიერ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას. ასევე, მისი განცხადებით, უნგრეთი მტკიცედ გმობს რუსეთის ინტერვენციას.

23 აგვისტოს უნგრეთის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმის“ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, ასევე მოლაპარაკებები გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო