უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ევროკავშირი ჯერ არ განიხილავს

ამბები/ წყარო: ria.ru
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ევროკავშირი ჯერ არ განიხილავს
ამბებიწყარო: ria.ru

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ევროკავშირი ჯერ არ განიხილავს

25 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/noVhHjnVR.webp

ევროპის ქვეყნები ჯერჯერობით არ განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობას. პირიქით, ვითარება სრულიად საპირისპიროა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაუჭირდა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ზამთარში ენერგომატარებლების დეფიციტმა აიძულოს ევროკავშირის ქვეყნები შეასუსტონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები.

სიიარტო ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ უმაღლესი რანგის ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფება.

რამდენიმე დღის წინ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელიმ დააანონსა, რომ ე.წ. რეფერენდუმის საპასუხოდ, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ პერსონალურ და სექტორულ შეზღუდვებს დააწესებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო