უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოწოდებას აკეთებს, თავიდან იქნას აიცილებული პირდაპირი კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს შორის
24 სექტემბერი, 2022
უნგრეთი მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული რუსეთსა და ნატო-ს შორის დაძაბული ურთიერთობის ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდა, რომლის შედეგებიც არც ერთ მხარეს არ სჭირდება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
"მე თუ მკითხავთ, ახლა უმთავრესი ამოცანაა რუსეთსა და ნატო-ს შორის ნებისმიერი სახის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილება, ვინაიდან, ეს ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანს, რომლებიც არც ერთ მხარეს არ სჭირდება," - განაცხადა სიიარტომ, რომელიც ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ უმაღლესი რანგის ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ მას, ისევე როგორც მისი თაობის ბევრ სხვა წარმომადგენელს, ადრე ჰქონდა იმედი, რომ არასოდეს გადაიტანდნენ ომს, რაც მათმა მშობლებმა გამოიარეს.
"და ეს მოლოდინი თებერვლის ბოლოს ილუზია აღმოჩნდა. ჩვენ არ გვსურს პლანეტის არსებობა საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, ვინაიდან ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი დაუსრულებელი იქნება. ყველას კარგად ესმის, ეს რასაც ნიშნავს. ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ნატო-ში ჩვენს კოლეგებს ვხვდებით, ჩვენთვის უპირველესი ამოცანა არის რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება", - განაცხადა სიიარტომ.