erimedia_ravk/l7B81yzIg.jpeg

უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა

ამბები
უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა
ამბები

უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა

erimedia_ravk/l7B81yzIg.jpeg
6 სექ

უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან, ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში რა დროსაც სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს.

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, გაიცვალა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები აისახება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგო რესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე.

მინისტრებმა, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე ამბასადორიალის ფარგლებში მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სექტორული, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას. მიმოხილული იქნა ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

პიტერ სიიარტომ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბუდაპეშტში სტუმრობისთვის. თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კოორდინაციით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმევა ქვეყნებს შორის კავშირების გასაღრმავებლად.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო