ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება
ამბებიწყარო: 1tv.ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება

28 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/EOoVd-W4R.jpeg

რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთში, სოფელ ტაიზეში ქრისტიანული ეკუმენური თემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობის დასამყარებლად და მიმდინარე წელს, უკრაინაში კრემლის ომის ფონზე, ევროკავშირმა უნდა აღასრულოს მისი დამფუძნებლების მისწრაფებები, იტვირთოს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის მისია.

„რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ასე რომ, დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის. უკრაინელები იბრძვიან გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტება არ იტყვის საბოლოო სიტყვას უკრაინაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, როგორც უკრაინელები, ისე სხვა ხალხები ევროკავშირის მახლობლად აცხადებენ, რომ მათ უნდათ ცვლილებები და თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ.

„ჩვენი მეზობლები – უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ – გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ უნდათ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი პერსპექტივა. ერთი სიტყვით, მათ უნდათ მეტი ევროპა. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი კავშირი უნდა იყოს ყველა ევროპული ქვეყნის სახლი, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ჩვენი ევროპული ღირებულებების ოჯახი აყვავდება და კარგ ურთიერთობაში იქნება მეზობლებთან. მხოლოდ ასე შეგვიძლია, მოვახდინოთ ჩვენი დამფუძნებლების მისწრაფების რეალიზება მშვიდობისა და შერიგებისკენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო