ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს კიევში ჩავა
14 სექტემბერი, 2022

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს კიევში გაემგზავრება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება და ევროკავშირის ერთობლივ ბაზარზე უკრაინის მონაწილეობის საკითხს განიხილავს.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული აგრესიის შედეგად უკრაინამ უზარმაზარი ნგრევა განიცადა, მაგრამ ევროკავშირი თანმიმდევრული და მტკიცე იქნება უკრაინის აღდგენის საქმეში და ამისთვის უკრაინის მთელ უზარმაზარ პოტენციალს გამოიყენებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო