უთანხმოება რუსული გაზის ფასზე

ამბები/ წყარო: 1tv.ge
უთანხმოება რუსული გაზის ფასზე
ამბებიწყარო: 1tv.ge

უთანხმოება რუსული გაზის ფასზე

9 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/kWap5fGVR.jpeg

ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებაა რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის სულ მცირე ათი ქვეყანა ითხოვს, რომ ევროკავშირმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის დააწესოს.

როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობა ევროკავშირს აფრთხილებს, რომ მხოლოდ რუსეთის გამოყოფამ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისკენ უბიძგოს.

მედიასაშუალება წერს, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეთავაზებას მხოლოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვარის დაწესების შესახებ, არიან იტალია, პოლონეთი და საბერძნეთი.

კრემლი იმუქრება, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას სრულად შეწყვეტს, თუ ევროკავშირი რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარს დააწესებს. „ფაინენშელ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, რუსეთის გაზის მიწოდება ევროკავშირში დაახლოებით 80%-ით შემცირდა.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო