უზბეკეთი საქართველოს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვას ზრდის - საკონტეინერო მატარებლებზე 70%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
უზბეკეთი საქართველოს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვას ზრდის - საკონტეინერო მატარებლებზე 70%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს
ამბებიწყარო: www.bpn.ge

უზბეკეთი საქართველოს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვას ზრდის - საკონტეინერო მატარებლებზე 70%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს

15 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Egbfdam4R.jpeg

უზბეკეთი კასპიის ზღვისა და საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობას ზრდის. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, საქართველოს რკინიგზამ, ისევე, როგორც აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, თურქეთის, თურქმენეთის სარკინიგზო ორგანიზაციებმა საკონტეინერო ბლოკის მატარებლების გადაზიდვაზე უკვე 70%-მდე ფასდაკლება წარადგინეს.

„ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანის გავლით გამავალი სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ეტაპობრივ ზრდას ვეწევით. უზბეკი გადამზიდველები ტვირთის გადაადგილებას უშუალოდ კასპიის ზღვის გავლით ზრდიან. სახელმწიფოებთან, რომლებზეც ეს დერეფანი გადის, ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნაზე ვმუშაობთ,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებით, უზბეკეთი აზერბაიჯანის ალიათის საზღვაო პორტსა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტს აქტიურად იყენებს.

როგორც ცნობილია, 2022 წლის ივნისში უზბეკეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ. შეთანხმების საფუძველზე „ნებართვის ფორმების“ პრაქტიკა დაინერგება, რაც საერთაშორისო გადამზიდავი ორგანიზაციების პრაქტიკაა. ასევე, საერთაშორისო გადაზიდვებზე შერეული კომისია შეიქმნება.

სამინისტროს ცნობით, „სანებართვო სისტემა“ ხელს შეუწყობს საქონლის გადაადგილების სტატისტიკის ფორმირებას, რომ სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის შესაბამისი ანალიზი გაკეთდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო