უზბეკეთის პროკურატურის ცნობით, ყარაყალპაკეთის რეგიონში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე არეულობისას 18 ადამიანი დაიღუპა, 243 დაშავდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
უზბეკეთის პროკურატურის ცნობით, ყარაყალპაკეთის რეგიონში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე არეულობისას 18 ადამიანი დაიღუპა, 243 დაშავდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

უზბეკეთის პროკურატურის ცნობით, ყარაყალპაკეთის რეგიონში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე არეულობისას 18 ადამიანი დაიღუპა, 243 დაშავდა

4 ივლისი, 2022

erimedia_ravk/0fMEe4eng.jpeg

უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა დაადასტურა.

ამასთან, უზბეკეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაღუპულია 18 ადამიანი, 243 კი დაშავდა. მათივე ცნობით, დაკავებულია 516 პირი.

უზბეკეთში მასობრივი არეულობა ივნისის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო რეფორმა. მთავრობის შეთავაზებულ პროექტში ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის აღწერიდან უნდა ამოეღოთ სიტყვა სუვერენული და ასევე იგეგმებოდა იმ მუხლის გაუქმება, რომელიც რესპუბლიკას უფლებას აძლევს, გავიდნენ უზბეკეთის შემადგენლობიდან.

პირველ ივლისს ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუკუსში და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის გამო უზბეკეთის პრეზიდენტი ორჯერ ჩავიდა ნუკუსში. 2 ივლისს არეულობის გამო ყარაყალპაკეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. რესპუბლიკაში შეიზღუდა მობილური და ინტერნეტკავშირი. დღეს დილიდან მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული საჭიროების გამო ქუჩაში არ გავიდნენ და არ დაუჯერონ ინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა რესურსები ავრცელებენ. განსაკუთრებით არის დაცული მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოება. მოქმედებს კომენდანტის საათი. შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე შეზღუდულია ყარაყალპაკეთში შესვლა და გამგზავრება.

ხელისუფლების ცნობით, აქციების შემდეგ პრეზიდენტი მირზოევის გადაწყვეტილებით, უზბეკეთის კონსტიტუციაში ყარაყალპაკეთის სტატუსი უცვლელად დარჩება. ამის შესახებ მან პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო