„უძრავი ქონება, რომელშიც 100 ათას დოლარზე მეტს გადაიხდით...“ - რუსეთის მოქალაქე განმარტავს, რა ბენეფიტებს მიიღებენ საქართველოში სახლის შეძენით
11 ააგვისტო, 2022

სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე ვრცელდება ვიდეო, სადაც რუსეთის მოქალაქე პუნქტებად განმარტავს, რატომ ღირს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა და რა უპირატესობები აქვს ამ ფაქტს.
„რაში გჭირდებათ დროებითი ცხოვრების უფლება საქართველოში? - ეს კითხვა აქტუალურია, როგორც არასდროს. უძრავი ქონება, რომელშიც 100 ათას დოლარზე მეტს გადაიხდით, გაძლევთ ქვეყანაში დროებითი ცხოვრების უფლებას.
და ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ:
- არ გახვიდეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა გაიხანგრძლივოთ;
- გახვიდეთ ქვეყნიდან საკუთარი ავტომობილით, ქართული სანომრე ნიშნებით;
- გააფორმოთ შენგენის და სხვა ვიზები საქართველოს ტერიტორიაზე;
- გაიხანგრძლივოთ ქვეყანაში ყოფნის ვადები მანამ, სანამ უძრავი ქონება თქვენს საკუთრებაშია;
- დატოვოთ თქვენი ქვეყანა, საქართველოში ცხოვრების საფუძველზე
და რაც ყველაზე მთავარია
6. საქართველოში ცხოვრების უფლება მოქმედებს შენი ოჯახის ყველა წევრზე მიუხედავად იმისა, ვისზეა გაფორმებული უძრავი ქონება“, - ამბობს რუსეთის მოქალაქე ვიდეოში.
31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
