erimedia_ravk/rtB4beIVR.jpeg

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

ამბები
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
ამბები

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

erimedia_ravk/rtB4beIVR.jpeg
21 ოქტ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრა პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესს ყველა ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა მათგან სიტყვის უფლებით მხოლოდ ორმა ისარგებლა. ერთ-ერთი ლაშა ფურცხვანიძე იყო, რომელმაც განმარტა, რომ მორალურ პასუხიმგებლობას ვერსად გაექცევა. დევი კახოიძემ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მოწმეებზე გავლენის მოხდენასა და მიმალვას არ აპირებს.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს, მათ გამოძიება სხვადასხვა დანაშაულს - სამსახურებრივ გულგრილობას, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, ყალბი დოკუმენტის დამზადებას, დამზადებაში წაქეზებას და მის გამოყენებას ედავება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო