ვაკის რაიონში ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ვაკის რაიონში ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო
ამბებიწყარო: 1tv.ge

ვაკის რაიონში ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

26 ივლისი, 2022

erimedia_ravk/Hzbze6gVg.jpeg

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად გაეცნო.

„დავიწყეთ კონსტანტინე გამსახურდიას სკვერის (ე.წ. გეგეშიძის ბაღის) განახლება-რეაბილიტაცია. მძიმე მდგომარეობა იყო, არსებული ინფრასტრუქტურა ყველანაირად განადგურებული იყო, მწვანე თარგები არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, ყველაფერი მოწესრიგდება. ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა განთავსდება. ასევე, განათებების ქსელი შეიცვლება, სარწყავი სისტემა მოეწყობა. ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა „ბურგერ ბარი“, რომელსაც ავიღებთ და ბაღში მეტი სივრცე გაჩნდება. აღნიშნული პროექტის მიხედვით, კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი განახლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

„რაც შეეხება ძეგლსა და პანოს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. საბოლოოდ კი, დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარდება: მოეწყობა სარწყავი სისტემა, ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები. გარდა ამისა, დამატებით მოეწყობა შადრევანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება, რითაც მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო