ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკასა და „ნაციონალურ მოძრაობას“

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკასა და „ნაციონალურ მოძრაობას“
ამბებიწყარო: 1tv.ge

ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკასა და „ნაციონალურ მოძრაობას“

30 ივლისი, 2022

erimedia_ravk/Ksf-adk4g.jpeg

მიხეილ სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

როგორც ვალერი გელბახიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს.

მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე.

„არაერთი საუბარი იყო ამ თემაზე ოჯახთანაც, ალბათ ახლობლებთანაც. როგორც ჩანს, დიდი ხანია, ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ხმამაღლა ამის გაცხადების საშუალებას არავის აძლევდა, რადგან არ უნდოდა, რომ სკანდალური დისონანსი მომხდარიყო. ახლაც იმავეს ამბობს, რომ მას არავის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მისმა პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა. მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს. ამ ამოცანიდან გამომდინარე, მისი პოზიცია ასეთია, რომ ვისაც უნდა, მიშა სააკაშვილი ცოცხალი იხილოს, მხარი დაუჭიროს, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან და იმკურნალოს. არანაირი პოლიტიკა მისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე. ამბობს, რომ მან ყველა ვალი მოიხადა როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის წინაშე. როცა მოდიოდა უკრაინიდან არაფერი გარემოება არ არსებობდა, რომელიც მას დააბრკოლებდა და იძულებულს გახდიდა, რომ წამოსულიყო საქართველოში. ყველა პირობა ჰქონდა, გაეგრძელებინა პოლიტიკა უკრაინაში, მაგრამ ვინაიდან ქართველ ხალხს ჰქონდა განცდა, რომ რადგან არ ჩამოდიოდა საქართველოში, გარკვეულ შიშებთან იყო დაკავშირებული, ეს კომპლექსიც მოუხსნა.

დღემდე მეუბნება, რომ ძალიან გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩამოვიდოდა მას დააკავებდნენ, მაგრამ ეს არ აშინებდა და კიდევ ერთხელ უნდოდა, დაენახა ყველას, რომ ის არც მშიშარაა და არც ციხის პირობებს გაურბოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასამართლო რაზეც განაჩენი იყო გამოტანილი, საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის მზად იყო ხელახლა მიეღო მონაწილეობა ყველა სასამართლო პროცესში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ადამიანის შეერყა ჯანმრთელობა და დღეს ისეთი დაავადების მატარებელია, რომ ვერც ერთი ექიმი საქართველოში ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ მას აქვს რეცეპტი როგორ განიკურნება სააკაშვილი.

„პრეცედენტები საქართველოში არ არის, რომ ასეთი დაავადება განკურნებულა. პოზიტიური ვალდებულება გააჩნია მთავრობას, რომ იზრუნოს ადამიანის სიცოცხლეზე, მაგრამ თუ არ იზრუნებს, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის შეიგნებს ამას მთავრობა. უნდა ვიაქტიუროთ, რათა ვაიძულოთ ნებისმიერი ორგანო, მთავრობა თუ ხელისუფლება, ხალხიც და გადავარჩინოთ ერთი ადამიანის სიცოცხლე. არაერთხელ ვნახე რომ უყურებდა უკრაინულ არხებს და ვკითხე ინფორმაცია. მაგალითად, გადაცემაში ვიყავი და ვკითხე, თუ ნახე ეს გადაცემა და არაო, ხომ იცი ქართულ ტელევიზიებს არ ვუყურებო. აღარ მაინტერესებსო. ამას მოყვა დაუჯერებელი კომენტარები, თითქოს მე ვაჭარბებდი, პირიქით, მე პირველ დღეს ძალიან ცოტა ვთქვი. შემდეგ მისმა შვილმა ინახულა და მან გააკეთა ვრცელი კომენტარი. მიშა სააკაშვილი რკინა არ არის, ადამიანია, ავადაა და შველა უნდა. ახლა ყველა ყურადღება ამაზე უნდა გადავიდეს. პოლიტიკის გარეშე ვისაც უნდა, რომ მიშა გადარჩეს, ყველამ იაქტიუროს“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ავტორი - თეონა მაჭარაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო