ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის წლევანდელი ლაურეატები გამოვლინდა
31 აგვისტო, 2022
ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გამოვლინდა.
ლაურეატებს შორის არიან: ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჰაინც ფენრიხი იენის უნივერსიტეტის პროფესორი. აღმოსავლეთის ლიტურგიკული ტექსტების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჰაინცგერდ ბრაკმანი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი. ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლისისთვის გიორგი სოსიაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის მკვლევარი.
საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ დავით ყოლბაია (თავმჯდომარე) ვარშავის უნივერსიტეტი; ჰენრიკ პაპროცკი, ვარშავის სასულიერო სემინარია; ვახტანგ ლიჩელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იან მალიცკი, ვარშავის უნივერსიტეტი; ბერნარ უტიე, საფრანგეთის სამეცნიერო აკადემია, იოსტ გიპერტი, ფრაკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, გამოავლინა წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის წლევანდელი ლაურეატები.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება პარიზში მონაკოს სასახლეში 2022 წლის 19 ნოემბერს წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე. წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ სამეცნიერო საბჭოს ინიციატივით დაწესდა. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. პრემია უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს წარმოადგენს (X ს.), მარგალიტის თვლებით და მინანქრით მოხატული, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილი, სადაც წმინდა გრიგოლის ხატია გამოსახული.