„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსეთმა ირანიდან საბრძოლო დრონების პირველი პარტია მიიღო, რომელთა ნაწილი მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსეთმა ირანიდან საბრძოლო დრონების პირველი პარტია მიიღო, რომელთა ნაწილი მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსეთმა ირანიდან საბრძოლო დრონების პირველი პარტია მიიღო, რომელთა ნაწილი მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/S9fhq_WVR.jpeg

„ვაშინგტონ პოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის არმიამ ოფიციალური თეირანისგან საბრძოლო დრონების პირველი პარტია მიიღო. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მიღებული დრონებით უკმაყოფილოა, რადგან გამოცდის დროს მათი ნაწილი უვარგისი აღმოჩნდა.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთი ირანში ორი ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს ყიდულობს – Mohajer-6-სა და Shahed-ს. ისინი გამოიყენება არა მხოლოდ ჰაერიდან იერიშის განსახორციელებლად, არამედ მოწინააღმდეგის კომუნიკაციების სისტემების დასაზიანებლადაც. მოსკოვი ირანიდან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის აუცილებლობის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთს სანქციები დაუწესეს.

მედიის ცნობით, უკრაინული არმია კი, აშშ-სა და სხვა მოკავშირე ქვეყნებში, მაგალითად – თურქეთში წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. სწორედ ასეთი საფრენი აპარატების საშუალებით განხორციელდა ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო