erimedia_ravk/H1y8KGgIR.jpeg

ვასილ გედევანიშვილი - შოვში მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

ამბები
ვასილ გედევანიშვილი - შოვში მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
ამბები

ვასილ გედევანიშვილი - შოვში მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

erimedia_ravk/H1y8KGgIR.jpeg
17 აგვ

დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ხეობაში გაგრძელდება მონიტორინგი, გაგრძელდება დაკვირვება ჩვენი სპეციალისტების მიერ, რათა ამ საკმაოდ მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ, გამოირიცხოს რამე დამატებითი საფრთხეები, რომლებიც, როგორც წესი, თანმდევი პროცესია ხოლმე მსგავსი მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ. აქვე მინდა, ვთქვა, რომ რამე მყისიერი საფრთხე და რამე ისეთი მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

მისივე თქმით, მდინარე ჭანჭახზე და მდინარე რიონზე დაყენებულია შესაბამისი დონეთმზომები, რომლებიც ახდენს მონიტორინგს წყლის, რომელიც მდინარეში მოედინება.

„შესაბამისად, კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროცესსაც. იყო დაპირება, რომ დავაყენებთ რამდენიმე ასეთ მოწყობილობას, რათა ადრეული მონიტორინგის სისტემები კიდევ უფრო გაძლიერდეს და მომავალში მსგავსი მოვლენების პროცესში უფრო მეტი დაკვირვების მექანიზმები გვქონდეს. წყალმზომები, ასევე მეტეოსადგურები, ყველა შესაძლო ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება, წინასწარი ინფორმაცია მოგვცეს კლიმატური პირობების გაუარესების, ნალექების მატების ან მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით. შევეცდებით, მაქსიმალურად გავააქტიუროთ მუშაობა. დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება უკვე საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო