ვახტანგ გომელაური - რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, ექსპერტიზა გვეტყვის - ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ვახტანგ გომელაური - რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, ექსპერტიზა გვეტყვის - ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ვახტანგ გომელაური - რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, ექსპერტიზა გვეტყვის - ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება

29 ივლისი, 2022

erimedia_ravk/WT545Nk4g.webp

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში, სადაც შსს-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა, შესაბამისი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მინისტრის თქმით, ყველაფერს გააკეთბენ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება უახლოეს საათებში მოხდეს.

„ღონისძიებები გრძელდება. ვინც არის დაშავებული ამოვიყვანეთ, ქვევით ჯგუფები მუშაობენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება დღესვე მოხდეს. თუ საჭირო გახდება ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, რომ დილამდე არ დაგვჭირდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. „ექსპერტები მუშაობენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრების მიხედვით, რაც ვნახე უკანა მხარე თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია - შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი იყო თუ რაც იყო, ალბათ, ექსპერტიზა გვეტყვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ცნობისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო