erimedia_ravk/61BQbs6VR.jpeg

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

ამბები
ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა
ამბები

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

erimedia_ravk/61BQbs6VR.jpeg
12 აგვ

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარი“-ს ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გეგმური წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და „გრადლარი“-ს ბატარეასთან ერთად, მასში მხარდამჭერი ელემენტების სახით 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონიც იყო ჩართული.

სწავლების დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური გადაადგილებისა და წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს.

წვრთნები ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მონაწილე პირადი შემადგენლობის შეფასებას მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებლები აწარმოებდნენ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო